ქაბულში ძლიერი აფეთქება მოხდა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ძლიერი აფეთქება მოხდა.ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ე.წ. მწვანე სოფელთან ახლოს მოხდა, სადაც ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან დასახლებული. აფეთქების შემდეგ ადგილზე ისმოდა სროლის ხმაც.

მსხვერპლის ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები