თამთა მეგრელიშვილი: არაერთი განხორციელებული პროექტისა და განსახორციელებელი ამბიციური გეგმის ფონზე, მამუკა ბახტაძემ თავისი სიტყვა უკვე თქვა

განხორციელებული არაერთი პროექტისა და განსახორციელებელი ამბიციური გეგმის ფონზე ვფიქრობ, ბატონმა მამუკამ თავისი სიტყვა უკვე თქვა,- ამის შესახებ იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ის მადლობას უხდის მამუკა ბახტაძეს და მომავალ პრემიერს წარმატებებს უსურვებს.
„ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე განხორციელებულმა პროექტებმა საფუძველი დაუდო ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებლად განსახორციელებელ ქმედებებს. ამ ფონზე კი ნამდვილად აღარ არის პოლიტიკური პოლარიზაციის დრო!
ნებისმიერი პოლიტიკური მოთამაშის მხრიდან, საკუთარ ინტერესებზე მორგებული, მოკლევადიანი ამოცანები ქვეყნისთვის არაფრისმომცემი და საზიანოა. განხორციელებული არაერთი პროექტისა და განსახორციელებელი ამბიციური გეგმის ფონზე ვფიქრობ, ბატონმა მამუკამ თავისი სიტყვა უკვე თქვა.მადლობა მას და წარმატებები მომავალ პრემიერ-მინისტრს“,- წერს თამთა მეგრელიშვილი.
დღეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები