ანდრია გვიდიანი: მამუკა ბახტაძე თანამედროვე ტიპის პოლიტიკოსია, რომლისთვისაც ქვეყნის ინტერესები მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს

მამუკა ბახტაძე თანამედროვე ტიპის პოლიტიკოსია, რომლისთვისაც ქვეყნის ინტერესები მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, ხოლო სკამი ან/და რაიმე ტიპის თანამდებობა მეორეხარისხოვანია, – ამის შესახებ ეკონომიკური ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ბახტაძეს გააჩნია ინიციატივები და ხედვები, რომლებიც პოლიტიკოსის შესაფასებლად მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია.
“მინდა წარმატებები ვუსურვო მამუკა ბახტაძეს. ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის პერიოდიდან, მან საკმაოდ მნიშვნელოვანი და ამბიციური რეფორმები წამოიწყო. რაც მთავარია, მას გააჩნია კონკრეტული ხედვები და ინიციატივები, რაც, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია პოლიტიკოსის შესაფასებლად. ვფიქრობ, მამუკა ბახტაძე არის თანამედროვე ტიპის პოლიტიკოსი, რომლისთვისაც ქვეყნის ინტერესები მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, ხოლო სკამი ან/და რაიმე ტიპის თანამდებობა მეორეხარისხოვანია. დარწმუნებული ვარ, ის, როგორც ახალგაზრდა და ენერგიული პროფესიონალი, მომავალ ნებისმიერ საქმიანობაში წარმატებული იქნება”,- წერს ანდრია გვიდიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები