ავიაკომპანია Belavia საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის

ბელარუსული ავიაკომპანია Belavia ბელარუსის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ფრენებს გაზრდილი სიხშირით შეასრულებს. კერძოდ, მინსკი-თბილისი-მინსკის საჰაერო ხაზზე 2 სიხშირე (ოთხშაბათი და კვირა) მიმდინარე წლის 2 ოქტომბრიდან დაემატება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ფრენები ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის 23 ოქტომბრის ჩათვლით კვირაში 9 სიხშირით შესრულდება. ავიარეისები Boeing B737, Embraer E190 და E170 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, Belavia-ს გაზრდილი სიხშირით საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 26 აგვისტოს მიენიჭა. სააგენტოსთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ავიაკომპანია ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში გაზრდილის სიხშირით ოპერირების შესაძლებლობასაც განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები