გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკიდან დაკარგული 34 წლის მამაკაცი პოლიციამ იპოვა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკიდან დაკარგული 34 წლის მამაკაცი პოლიციამ იპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართვეოლოს პურველი არხი ავრცელებს.
ვანო მახარაშვილს, სამართალდამცველებმა 10-დღიანი ძებნის შემდეგ სიღნაღის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ ფერმაში მიაკვლიეს. მახარაშვილი თავს კარგად გრძნობს. მახარაშვილი ფერმაში მწყემსად მუშაობდა და ოჯახმა მისი ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც ორი კვირის განმავლობაში სახლში არ დაბრუნდა.
ძირკოკში მცხოვრები 34 წლის ვანო მახარაშვილის სამართალდამცავები მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალში მყვინთავების დახმარებით ეძებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობდა.