ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიოს ჩემპიონია

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დღეს დაწყებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, 60 კგ. წონით კატეგორიაში, ქართველმა ლუხუმ ჩხვიმიანმა  ოქროს მედალი მოიპოვა. ნახევარფინალში ქართველმა ძიუდოისტმა იაპონელი რიუჯუ ნაგაიამა დაამარცხა. ფინალში მისი მეტოქე უზბეკი შარაფუდინ ლუტფილაევი იყო.
ტოკიოში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. პირველ საჭიდაო დღეს ტატამზე 2 ქართველი ძიუდოისტი გავიდა: ამირან პაპინაშვილი (60კგ) და ლუხუმ ჩხვიმიანი (60კგ). ამირან პაპინაშვილი ასპარეზობას მერვედფინალიდან გამოეთიშა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები