საპატრულო პოლიცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

საპატრულო პოლიციამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც უწყება მოქალაქეებს აცნობებს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო თბილისში მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობა შეიზღუდება. კერძოდ, 24 აგვისტოს 22:00 საათიდან 25 აგვისტოს 08:00 საათამდე და 25 აგვისტოს 22:00 საათიდან 26 აგვისტოს 08:00 საათამდე თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე, აბანოს მოედნიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით მოძრაობა ჩაიკეტა და გადაადგილება შესაძლებელია მეტეხის ხიდის გავლით მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.

ასევე, ბარათაშვილის ქუჩიდან აბანოს მოედნისკენ წამსვლელი ავტომანქანები ვერ ისარგებლებენ ბარათაშვილის ქუჩის ბოლოს არსებული პანდუსით (სასტუმრო ამბასადორთან), ისინი მოძრაობას გააგრძელებენ ბარათაშვილის ხიდზე, საიდანაც ჩავლენ მარცხენა სანაპიროზე.

ავლაბრიდან ბარათიშვილის ხიდზე მოძრავი ავტომანქანები ვერ ისარგებლებენ იუსტიციის მიმართულებით ჩამსვლელი პანდუსით და მოძრაობას პირდაპირ – ბარათაშვილის ქუჩაზე გააგრძელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები