ელიზაბეთ რუდი: სუნთქვისშემკვრელი სილამაზე მხოლოდ საქართველოშია – იქ, სადაც ბედნიერად ვატარებ ზაფხულს

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის ჯუთაში მოგზაურობის ამსახველი ფოტომასალა აშშ-ის საელჩოს „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა. როგორც თავად აღნიშნავს, საქართველოში ზაფხულს ბედნიერად ატარებს, სადაც სუნთქვისშემკვრელი სილამაზეა.
„როშკადან ჯუთასკენ მიმავალი სალაშქრო ბილიკი ულამაზეს და მისტიკურ აბუდელაურის ტბებს მიუყვება – სწორედ იმ ადგილს, სადაც, ლეგენდის თანახმად, იახსარი ​ [ქართული მითოლოგიური გმირი] დევს შეებრძოლა – და კვეთს ჭაუხის უღელტეხილს, ჭაუხის მასივის ცაში ატყორცნილ შვიდ მწვერვალთან ერთად. ეს სუნთქვისშემკვრელი სილამაზე მხოლოდ საქართველოშია – იქ, სადაც ბედნიერად ვატარებ ზაფხულს“, – აღნიშნავს ელიზაბეთ რუდი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები