შსს-ს თანამშრომლებმა “მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა თამაშებზე“ 9 ოქროს მედალი მოიპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა  სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამართულ “მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა თამაშებზე“ 9 ოქროს მედალი მოიპოვეს.
შსს-ს ინფორმაციით, წელს, საერთაშორისო ტურნირი 8-18 აგვისტოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ ჩენგდუში გაიმართა. მასში მონაწილეობა 80 ქვეყნის პოლიციელმა და მეხანძრემ მიიღო.
სპორტის სხვადასხვა სახეობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 7 წარმომადგენელი ასპარეზობდა. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანმა პირველობას მიაღწია, მათ შორის ორი კი ორგზის ოქროს მედალოსანი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები