საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: უმნიშვნელოვანესია, რომ დიპკორპუსმა თავისი თვალით ნახოს, რას ნიშნავს რუსული ოკუპაცია

გუგუტიანთკარში​, საოკუპაციო ზოლთან საელჩოების 20-ზე მეტი წარმომადგენელი იმყოფება. მათ შორის არიან პირველი და მეორე პირები.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ ჟურნალისტებს სოფელ გუგუტიანთკარში განუცხადა, სადაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა.
როგორც დარსალიამ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა, მთელმა მსოფლიომ თავისი თვალით ნახოს, რას ნიშნავს რუსული ოკუპაცია.
„მოგეხსენებათ, საოკუპაციო ძალებმა განაახლეს ბორდერიზაციის პროცესი. როგორც კი მივიღეთ ეს ინფორმაცია, სახელმწიფომ დაუყონებლივ აამუშავა შესაბამისი მექანიზმები. პირველ ყოვლისა, გააქტიურდა ცხელი ხაზი და შესაბამისი კომუნიკაცია მოხდა. დავუკავშირდით ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, ასევე, დავუკავშირდით ჟენევის თანათავმჯდომარეებს და მივაწოდეთ სრულყოფილი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით. შემდეგ მოხდა დიპლომატიური კორპუსის ორგანიზება და შეხვედრა გავმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროში, მიაწოდეთ ინფორმაცია. ამის შემდგომ დავგეგმეთ, რომ უშუალოდ ადგილზე გაგვეცნო მათთვის სიტუაცია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა, მთელმა მსოფლიომ თავისი თვალით ნახოს, რას ნიშნავს რუსული ოკუპაცია და ნახონ არამარტო ის, თუ რა არის ოკუპაციის შედეგი, რომელიც გავლენას ახდენს უსაფრთხოების გარემოს გაუარესებაზე, არამედ ისიც, თუ როგორ მოქმედებს ჰუმანიტარულ ვითარებაზე და როგორ აუარესებს კონკრეტული ოჯახების მდგომარეობას. ეს იყო ის მთავარი, რაც დიპლომატებმა თავისი თვალით ნახეს. მოგეხსენებათ, ზაფხულის პერიოდია, თუმცა ყველა დიპლომატიური უწყების წარმომადგენელია მოსული, ვინც თბილისში იყო“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები