ელიზაბეთ რუდი გუგუტიანთკართან განვითარებულ პროცესებზე: ეს ზიანს აყენებს რეგიონში უსაფრთხოებას და ხალხს ერთმანეთისგან ყოფს
სოფელ გუგუტიანთკართან განვითარებული პროცესების თაობაზე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა კომენტარი გააკეთა.
როგორც რუდმა აღნიშნა, მავთულხლართების გავლება ზიანს აყენებს რეგიონში უსაფრთხოებას და ხალხს ერთმანეთისგან ყოფს.
„ეს ძალიან ნეგატიური განვითარებაა. ის ზიანს აყენებს რეგიონში უსაფრთხოებას და ხალხს ერთმანეთისგან ყოფს. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ე.წ. ბორდერიზაციის შეწყვეტისკენ და კვლავ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.