გია აბაშიძე: ყველა ვთანხმდებით, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაშინდელი ხელისუფლება კი – მავნებელი

„ყველა ვთანხმდებით, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაშინდელი ხელისუფლება კი – მავნებელი“, – ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ ეხმაურება აგვისტოს ომსა და „იმედის“ ეთერში გასულ აგვისტოს ომზე ფილმს.
„კიდევ ერთხელ „იმედის“ ეთერში გასულ აგვისტოს ომის ფილმზე და, ზოგადად, აგვისტოს ომზე:
ვთანხმდებით, რომ პუტინი და კრემლი ოკუპანტია! რუსეთის ჯარი შემოიჭრა საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე!
ჯერ ყველა  ვერ ვთანხმდებით, რომ რუსეთი ოკუპანტია და მაშინდელი ხელისუფლება კი – მავნებელი! პუტინის ოკუპაციის თანაავტორი მიხეილ სააკაშვილია, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველოში ეს უმძიმესი შედეგის დამდგარიყო.
„ნაცმოძრაობა“ და სატელიტები ბოლომდე ცდილობენ, რომ ოკუპაციის თემის ამ ხელისუფლებაზე გადმობრალებით დაფარონ საკუთარი უდიდესი დანაშაული – მავნებლობა. მედიასა და სოცქსელებში “ნაცმოძრაობის” მიერ ატეხილი ისტერია მათ თვითლუსტრაციაზე უფრო მიანიშნებს. „იმედის“ ფილმზე ატეხილი ხმაური ბუნებრივია, რადგან წარმოდგენილი ფაქტები “ნაცების” აქამდე არსებულ ნარატივთან არ მოდის შესაბამობაში. ბუნებრივია, რომ ხსენებული საავტორო ფილმი არის ტენდენციური და გამოხატავს ავტორის გადაწყვეტილებით შეკრებილ ფაქტებს. თუმცა, გარკვეულწილად, ამბობს იმას, რაც აქამდე საქართველოს ფარგლებს გარეთ, დასავლეთში არაერთხელ ითქვა.
აგვისტოს ომის შესახებ სიმართლეზე დიდი ხნის წინათ თქვეს ტალიავინის კომისიამ, ამერიკელმა პოლიტიკოსებმა თუ ჩინოვნიკებმა – კოლინ პაუელმა, კონდოლიზა რაისმა, აწ განსვენებულმა სენატორმა მაკკეინმა, სტივენ ჰედლიმ, რიჩარდ მაილსმა და სხვ.
„ნაცმოძრაობა“ და მისი ანასხლეტები ამ თემის განხილვას აქ კრძალავდნენ, ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკუთარი მავნებლური პოლიტიკის დამადასტურებელ საერთაშორისო რეზოლუციას აწერდნენ ხელს [2008, PACE #1633].
აგვისტოს ომის 11 წლისთავზე ეს ერთგვარი ტაბუ დაირღვა, ჩემი აზრით, თავად უტიაშვილის „ამოსუნთქვამ“ უფრო დააჩქარა. სააკაშვილსა და მის გუნდს საქართველოში საჯაროდ ამხელენ საქართველოს ოკუპაციის თანაავტორობაში.
ამ სიმართლეს კი “ნაცმოძრაობა” და თავისი განშტოებები პასუხობენ დამუნათება-ბულინგით, წყევლათ-გინებით და ა.შ. თემაზე ტაბუ მოხსნილია და ამაზე ღია დისკუსია კიდევ უფრო გაფართოვდება.
და რა გამოდის? სააკაშვილმა მხოლოდ თავისი სავარძლისთვის წაუგებელი თამაში ითამაშა – ომს იგებს გმირია, აგებს და ახდენს მიტაცებული ხელისუფლების ლეგიტიმაციას. გამოდის, რომ აწ უკვე ზემარგინალმა სააკაშვილმა საკუთარ თანამდებობას შესწირა ქვეყანა. და ვინ არის იგი, ამაზე ზუსტ და ფართო ვერდიქტს საზოგადოება გამოუტანს. სამშობლოს მტრობას და ამაში მხილებას ნაცმოძი აწი უკვე ვეღარსად გაექცევა!
P.S. კოლინ პაუელის 2008 წ. განცხადება: http://pia.ge/…/277460-gia-abasize-imedze-rom-gailasqres-ko…“, – წერს გია აბაშიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები