„სადღაც ცისარტყელას მიღმა“ – ბათუმში საპრემიერო ჩვენება გაიმართება
15 აგვისტოს, 20 საათზე, ბათუმის დრამატული თეატრის „დიდ სცენაზე“ ლაშა თაბუკაშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის – „სადღაც ცისარტყელას მიღმა“ საპრემიერო ჩვენება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ეს არის დრამა ერთ მოქმედებად, რომლის რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელია ქეთი დოლიძე, მხატვარი – მამუკა ტყეშელაშვილი, ქორეოგრაფი – ეკატერინე ღლონტი, კოსტიუმების მხატვარ/დიზაინერი – გოგა ნიქაბაძე, რეჟისორის თანაშემწე – ზვიად მურვანიძე.
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
ანაბე – ლია აბულაძე;
მთხრობელი – ქეთევან ეგუტიძე;
კატო – მერი ნაკაშიძე;
დაჩი – მამუკა მანჯგალაძე;
გოგა – ზაზა ზოიძე;
კალე – დიმიტრი მელია;
მანჩო – ანანო იაშვილი.
ანოტაცია:
მრავალმხრივ საინტერესო ამბის მოქმედება 2010 წელს ვითარდება; ამან, ბუნებრივია, პიესის ატმოსფეროზეც მოახდინა გავლენა. ჩვენ თვალწინ ცოცხლდება საქართველოს უახლესი ისტორიის ფურცლები, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, გათავხედებული ზონდერების სისხლიანი ხელით იწერებოდა ხოლმე…
თეატრის სალარო მდებარეობს ბათუმის დრამატული თეატრის ძირითად შენობაში, მის: რუსთაველის №1.
სალარო მუშაობს ყოველ დღე, გარდა ორშაბათისა, 12:00-დან 19:00 საათამდე.