მაისიდან დღემდე უკანონო თევზჭერის 147 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1-ელი მაისიდან დღემდე უკანონო თევზჭერის 147 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 93 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.
„უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი, 47 ფაქტი იმერეთში დაფიქსირდა, ქვემო ქართლში – 18, კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 12. შიდა ქართლში უკანონო თევზჭერის 10 ფაქტი გამოვლინდა, გურიაში 9 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში – 8. აჭარაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 7 ფაქტი გამოავლინეს, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 3, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე უკანონო თევზჭერის 5 ფაქტი გამოვლინდა, ხოლო შავ ზღვაზე – 4 ფაქტი. 2019 წლის 1-ელი მაისიდან დღემდე თბილისში გამოვლენილია უკანონო თევზჭერის 10 ფაქტი. ჯამურად, უკანონოდ მოპოვებული თევზის რაოდენობამ 165კგ-მდე შეადგინა“, – აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.
მათივე ცნობით, უკანონო თევზჭერის იარაღები დაილუქა, საქმის მასალები კი შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები