გოგი მეშველიანი და დავით შერაზადიშვილი მოსახლეობასთან ინტენსიურ შეხვედრებს აგრძელებენ

საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი – გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი – დავით შერაზადიშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები დღეს სამი სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ.

როგორც „კვირას“ ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სოფლების: წიფორის, ჭრეშისა და ხახალაჯვარის მაცხოვრებლებს დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრაზე ადგილობრივებს სახელმწიფო პროგრამები კიდევ ერთხელ გააცნეს, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული.
გოგი მეშველიანმა ადგილობრივებთან საუბრისას ახალ სახელმწიფო პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის მედიკამენტების 1 ლარად მიწოდებას გულისხმობს.

შეხვედრისას სოფლის მოსახლეობამ ხელმძღვანელ პირებს წელს განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფელ წიფორსა და ჭრეშში გარე განათების ქსელი მოეწყო, ხოლო ხახალაჯვარში სასმელი წყლის ცენტრალური მილის დაზიანებული ნაწილი შეიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები