“ტვ პირველი”: არხის ცენტრალურ სერვერზე განხორციელდა კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია არხის პარალიზება

არხის ცენტრალურ სერვერზე განხორციელდა კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია არხის სრული პარალიზება, – ამის შესახებ  ტელეკომპანია “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“დღეს დილით არხის ცენტრალურ სერვერზე განხორციელდა კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია არხის სრული პარალიზება, რის გამოც შეუძლებელია არხის სრულფასოვანი მაუწყებლობა. ეთერში ვერ გავიდა “საქმიანი დილა” და ამ დრომდე ვერ გადის არხის საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები”, – აცხადებენ ტელეკომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები