რატი იონათამიშვილი: ჩვენი ოპონენტები ნებისმიერი მოვლენის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას ცდილობენ

0

ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი, რატი იონათამიშვილი მედიათავისუფლებას ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდ მონაპოვრად მიიჩნევს.
მისი თქმით, დღეს მედიათავისუფლებასა და თავისუფალი სიტყვის გამოხატვის პრინციპს ცხადყოფს ყველა ანგარიში, რომელიც მედიაპლურალიზმს ეხება.
რაც შეეხება კერძო კომპანიის საკითხს – ის მას უკომენტაროდ ტოვებს და ამბობს, რომ მხოლოდ დამოუკიდებლობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით უნდა გავაკეთოთ კომენტარები.
„მედიათავისუფლება და თავისუფალი სიტყვა ჩვენი მოსახლეობის მონაპოვარია, რომელიც 2012 წელს მოვიპოვეთ და ამ პრინციპს დავიცავთ ბოლომდე. ვფიქრობ, დღეს, როგორც არასდროს, თავისუფალია მედია – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამას ცხადყოფს ყველა ანგარიში, რომელიც მედიაპლურალიზმს ეხება; ამიტომ ვფიქრობ, ეს არის ძალიან დიდი მონაპოვარი ჩვენთვის და ამას აუცილებლად დავიცავთ. რა მოტივი აქვს კერძო კომპანიის წარმომადგენელს, იქნება ეს მედია ბიზნესში თუ ნებისმიერი სხვა სახის ბიზნესმენს, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს არის მისი საკუთრება. ჩვენ შეიძლება მხოლოდ იმ პროცესზე გვქონდეს დაკვირვება და იმაზე ვაკეთოთ კომენტარები, არის თუ არა დამოუკიდებლობა შენარჩუნებული, რადგან ეს არის ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი. ჩვენი ოპონენტები ნებისმიერი მოვლენის გადატანას ცდილობენ პოლიტიკურ ჭრილში და ყველაფერზე ცდილობენ, დაიწერონ პოლიტიკური ქულები, მაგრამ ყოველ ჯერზე აღმოჩნდება, რომ მიზანს ვერ აღწევენ, რადგან ეფუძნებიან ტყუილის ტირაჟირებას, სიცრუის გავრცელებას. მოსახლეობა კარგად არჩევს, სად არის სიმართლე და სად – არა“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა ქიბარ ხალვაშის განცხადებაზე “რუსთვის 2-ის” გაყიდვასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი