ია კიწმარიშვილი “რუსთავი2-ში” წილის 30 პროცენტს ითხოვს

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის მეუღლე ია კიწმარიშვილი ტელეკომპანიის 30- პროცენტიანი წილის დაბრუნებას ითხოვს. შესაბამისი სარჩელით ის თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით დღეს მიმართავს.
როგორც ია კიწმარიშვილი აცხადებს, ის არის ეროსი კიწმარიშვილის სამართალმემკვიდრე და უფლება აქვს მოითხოვს კუთვნილი წილი.
ამასთან კიწმარიშვილი არ გამორიცხავს, რომ დავის დასრულებამდე, ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ზე ყადაღის დადება მოითხოვოს და წილების გასხვისება შეაჩეროს.
„დღეს მე აქ ვარ სწორედ იმიტომ, რომ გახდა ჩემთვის ინფორმაცია ცნობილი „რუსთავი 2“-ის გაყიდვასთან დაკავშირებით. მე როდესაც გავაჟღერე ეს საინფორმაციო საშუალებებში, მხოლოდ მას შემდეგ დაადასტურა ეს ბატონმა ქიბარმა. დიახ, ის გეგმავს ტელევიზია გაასხვისოს. კიდევ ერთხელ მინდა თქვენი მეშვეობით მოვუწოდო პოტენციურ მყიდველებს, თავი შეიკავონ სადავო ქონების ყიდვისგან, რადგან ამ საქმეს ვაპირებ ბოლომდე მივყვე, იქნება ეს საქართველო თუ სტრასბურგი, მე ჩემს ამოცანას ბოლომდე შევასრულებ”,- განაცხადა კიწმარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები