რუსეთის მოქალაქე, რომელმაც რუსთაველზე ანტისაოკუპაციო ბანერი ჩამოხია, სასამართლომ 700 ლარით დააჯარიმა (ვიდეო)

რამდენიმე დღის წინ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე – 1983 წელს დაბადებული ა. მ, რომელმაც თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ანტისაოკუპაციო ბანერი ჩამოხია, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული წესით, ადგილზე დააკავეს.
მომხდარიდან მეორე დღეს მოსამართლემ დაკავებული სამართალდამრღვევად ცნო და მას 700 ლარის გადახდა დააკისრა.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, 36 წლის მამაკაცის მიერ მიზანმიმართულად ჩამოხეული ბანერი, წარწერით – „რუსეთი ოკუპანტია“, პოლიციელებმა კვლავ ადგილზე მიამაგრეს. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა იმ დღესვე სოციალურ ქსელში გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები