ჩინეთში ტაიფუნს 43 ადამიანი ემსხვერპლა
ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ტაიფუნ „ლეკიმას“ 44 ადამიანი ემსხვერპლა, 16 დაკარგულად ითვლება.
NBCNews -ის ინფორმაციით, ქარის სიჩქარე 115 კმ/ს აღწევს.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინა, პროვინცია ჩჟეზიანში ხუთ მილიონზე მეტი ადამიანი იმყოფება. პროვინციისთვის მიყენებული ზარალი 2,3 მილიარდ დოლარს შეადგენს.
პროვინცია შანდუნში 600-ზე მეტი შენობა დანგრეულია, ევაკუირებულია 180 ათასზე მეტი ადამიანი. სტიქიის ზონაში 1,65 მილიონი ადამიანი აღმოჩნდა.
ქვეყნის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა საფრთხის უმაღლესი „წითელი“ დონე გამოაცხადა.