ამირან გულუაშვილი გირაოს გამოყენების დარღვევაზე: მოსამართლე ბრალდებულის პოზიციით შეზღუდული არ არის

პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში ნიკა გვარამიას საქმის წარმოებაზე განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ბრალდებულის პოზიცია გირაოს გადახდასთან დაკავშირებით, მოსამართლისთვის ბარიერს არ წარმოადგენს.

„ბრალდების მხარემ შეაფასა საკანონმდებლო წინაპირობები და ფაქტობრივი გარემოებები, რაც ამ საქმეში არსებობს და მივიჩნევთ, რომ სასამართლოს მიერ გირაოს გამოყენების შემთხვევაში უზრუნველოფილი იქნება აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა”, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

წამყვანის კითხვაზე რა ხდება ამ შემთხვევაში, როცა ნიკა გვარამია გირაოს გადახდაზე უარს აცხადებს, პროკურორმა უპასუხა, რომ მოსამართლე დაცვის მხარისა და ბრალდებულის პოზიციით შებოჭილი არ არის.

მისივე თქმით, პროკურორებმა და გამომძიებლებმა ამ საქმეზე ზღვა მასალა შეისწავლეს და იქოქმედეს კანონის შესაბამისად, ხოლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ამის პროგნოზირება წინასწარ შეუძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები