ოქრუაშვილის ადვოკატი: მოვითხოვთ განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარებას საქართველოს ფარგლებს გარეთ

“საქმეში არსებობს წინააღმდეგობრივი დასკვნა და გამოვიყენებთ იმ სამართლებრივ მექანიზმს, რომ მოვითხოვოთ განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება, ოღონდ არა საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ, ვინაიდან ობიექტური დასკვნა დაიდოს”, – ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა, გიორგი ზედელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„საქმეს მიემატა კიდევ ერთი დასკვნა – აქამდე არსებობდა სამი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებდა, რომ სადავო დოკუმენტზე იყო ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა.
ახლა მივიღეთ მეოთხე დასკვნა, სადაც საუბარია იმაზე, რომ, თითქოს, ამ დოკუმენტზე არ არის ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა. ვინაიდან საქმეში არსებობს წინააღმდეგობრივი დასკვნა, ბუნებრივია, ჩვენ გამოვიყენებთ იმ სამართლებრივ მექანიზმს, რომ მოვითხოვოთ განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება, ოღონდ არა საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ, ვინაიდან ობიექტური დასკვნა დაიდოს. ეს არის ჩვენი შემდგომი ნაბიჯები, რაც იქნება გადადგმული. შევარჩევთ ერთ-ერთ დამოუკიდებელ საექსპერტო დამოუკიდებელ დაწესებულებას, სადაც იქნება ნდობის მაღალი ხარისხი.
იმის დასტურად, რომ აქ ნამდვილად არის ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა და ვინმეს კითხვის ნიშანი რომ არ გაუჩნდეს დოკუმენტის გაყალბებაზე, ან იმაზე, რომ ის რაიმე გზით ცდილობს წილების დაბრუნებას, მაინც უმჯობესი იქნებოდა, რომ ჩვენ გადაგვედგა ეს ნაბიჯი, თორემ, კიდევ ვიმეორებ, სამი დასკვნა არსებობს საქმესთან დაკავშირებით, რაც ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს ამ დოკუმენტის ნამდვილობაზე.
ქიბარ ხალვაშის ხელმოწერის ექსპერიმენტულ ნიმუშებთან ერთად შესადარებლად წარდგენილ იქნა, სასამართლოს მოთხოვნის მიუხედავად, ისეთი დოკუმენტები, რომლებიც სანოტარო წესით არ იყო დამოწმებული. ეს არის მარტივი წერილობითი ფორმით შესრულებული ხელმოწერები და, როგორც სასმართლო ამბობს, ამ დოკუმენტებზე ქიბარ ხალვაშის ადვოკატის განცხადებით, ხალვაშის ხელმოწერებია და ეს ხელმოწერები იქნა შედარებული 2010 წლის 4 თებერვლის დოკუმენტთან, ანუ მათ მიერ წარმოდგენილი ისეთი დოკუმენტაცია, რომელიც არ ვიცით, ვის მიერ არის დადებული”, – განაცხადა ოქრუაშვილის ადვოკატმა.
ცნობისთვის, სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ ოქრუაშვილი-ხალვაშის დოკუმენტთან დაკავშირებით დასკვნა დადო. დოკუმენტში წერია, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა ქიბარ ხალვაშს არ ეკუთვნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები