აშშ-ის სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტი: მე-11 წლისთავზე ჩვენი მეგობრებისა და მოკავშირეების გვერდით ვდგავართ

აშშ-ის სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 11 წლისთავს გამოეხმაურა.
ამის შესახებ სენატის პრესსამსახურმა Twitter-ის გვერდზე დაწერა.
„საქართველოში რუსეთის უკანონო შეჭრისა და ოკუპაციიდან მე-11 წლისთავზე ჩვენ ვიხსენებთ დაზარალებულებს და ჩვენი მეგობრებისა და მოკავშირეების გვერდით ვდგავართ, რომლებიც იცავენ მათ ქვეყნებს რუსეთის აგრესიისგან“, – წერია სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები