“ნაცმოძრაობის” წევრები უარყოფენ ინფორმაციას, რომ ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ცხინვალში შესვლას გეგმავდნენ” – POSTV (ვიდეო)

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2008 წელს, ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ცხინვალში შესვლას გეგმავდნენ.
ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მათ ოსებთან მიმართებით მხოლოდ სამშვიდობო გეგმები ჰქონდათ. მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები ამბობენ, რომ მათი მიზანი ცხინვალში არა ძალის გამოყენებით, არამედ რბილი ძალით შესვლა იყო.

„ნაცმოძრაობის” წევრების ამ ვერსიას კატეგორიულად ეწინააღმდეგება დავით ბერძენიშვილის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია. „რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი ამბობს, რომ იმჟამინდელი ხელისუფლება ცხინვალში შესვლას გეგმავდა და ამის შესახებ გორის მოსახლეობამაც იცოდა
ბერძენიშვილი იხსენებს, რომ ინფორმაცია 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში მისმა შვილმა მიაწოდა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები