ვატო წერეთელი: 11 წლის წინანდელ საქმეს არც მომჩივანი ჰყავს და არც – დაზარალებული

ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ წერეთელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობა უკვე დატოვა, სადაც მისი გამოკითხვა მიმდინარეობდა.
როგორც წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, 11 წლის წინანდელ საქმეს, რომელზეც ის იყო დაბარებული, არც მომჩივანი ჰყავს და არც – დაზარალებული.
„ამიტომ მგონია, რომ ეს ერთგვარი შემოტევაა ტელევიზიაზე. იმ ქვეყანაში, სადაც ამდენი გამოუძიებელი საქმეა, 11 წლის წინანდელი საქმეზე, სადაც არც დაზარალებულია და არც მომჩივანი, ჩემი აზრით, არის დიდი ეჭვი. რაც შეეხება ტელევიზიას – იყო კონკრეტული შემოტევები. ამიტომაც, ყოველთვის ვფიქრობ, რომ ეს ტელევიზიას უკავშირდება. კითხვები ეხებოდა 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის შიდა დეტალებს, რაზეც ვთქვი, რომ შიდა დეტალები არ ვიცი. ეს არის სრული იდიოტიზმი, თუ მეკითხებით. მე ვფიქრობ, რომ უნდათ ჩემი ოჯახის წევრის წინააღმდეგ, მამაზე, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და ამით, ჩემი აზრით, ჩემით მანიპულირებას აპირებენ. ტელევიზია არის დამოუკიდებელი და ყოველთვის რჩება გავლენების მიღმა და მოვლენების შუა გულში, ამიტომ ყოველთვის ველოდები, რომ იქნება შემოტევები“, – განაცხადა წერეთელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები