როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
10 აგვისტოს, დღის პირველი ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში იქნება +29, +34 გრადუსი, მთიანში +28, +35 გრადუსი, მაღალმთიანში კი +25, +30 გრადუსი.
როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში “კვირას” განუცხადეს, ჰაერის ტემპერატურის მომატება ამ დღეებში მოსალოდნელია აღმოსავლეთ საქართველოში +30, +35 გრადუსამდე ბარში, მთაში +28, +33 გრადუსი, მაღალმთაში +17, +22 გრადუსი, ზოგან შესაძლებელია +28 გრადუსი.
10 აგვისტოს დღის ბოლოსა და 11 აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია სეტყვა.
ზოგან გაძლიერდება ქარი დასავლეთის მიმართულებით.
ჰაერის ტემპერატურა 4-5 გრადუსით დაიკლებს”, – აცხადებენ სააგენტოში.