ბრიტანეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

ბრიტანეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ საელჩო მისამართს იცვლის და 7-დან 12 აგვისტომდე მოქალაქეთა მიღებას ვერ განახორციელებს.
საკონსულო მომსახურება 12 აგვისტოდან საელჩოს ახალ მისამართზე განახლდება.
„გაცნობებთ, რომ ქ. ლონდონში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური, მისამართის შეცვლის გამო, 7 აგვისტოდან 12 აგვისტომდე მოქალაქეთა მიღებას ვერ განახორციელებს.
გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, როგორიცაა საქართველოში გასამგზავრებლად დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა, დაგვიკავშირდით საკონსულოს ცხელ ხაზზე: 07872064830.
გთხოვთ, პასპორტის, პირადობის მოწმობის, სანოტარო აქტების, თარგმნის დამოწმებისა და სხვა საკონსულო მომსახურების თაობაზე შეკითხვები მოგვწერეთ საკონსულოს ელ.ფოსტაზე: london.con@mfa.gov.ge.
საკონსულო მომსახურება განახლდება 12 აგვისტოდან საელჩოს ახალ მისამართზე.
საქართველოს საელჩოს ახალი მისამართი:
Embassy of Georgia
20 Saint George’s Square
Pimlico
London
SW1V 2HP“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები