სამშენებლო კომპანიების სია, რომლებიც, შემოწმების შედეგად, კორპუსებს დარღვევებით აშენებდნენ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სამშენებლო ობიექტებზე ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფების მიერ განხორციელებული ინსპექტირების შედეგებს უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს.
მონაცემების თანახმად, ინსპექტირების შედეგად 2019 წლის 23 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით შემოწმებულ 54-ვე ობიექტზე დარღვევები გამოვლინდა.
ეს კომპანიებია:

1. შპს “იქსორი”
2. შპს “აქსისი”
3. შპს “გიგანტი 94”
4. შპს “ლაგი კაპიტალი”
5. შპს “ბოსტონ დეველოპმენტი”
6. შპს “მს ბილდერი”
7. შპს “სონნეტ კონსტრაქშენი”
8. შპს “აიჯი დეველოპმენტ ჯორჯია”
9. შპს “მეგა კონსტრაქშენი”
10. შპს “ბილდინგ კომპანი”
11. შპს “ეი თი დეველოპმენტი”
12. შპს “ასტორი ჯგუფი”
13. შპს “კვ დეველოპმენტი”
14. შპს “ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპ”
15. შპს “ორთაჭალა თაუერი”
16. იმა “ჩვენი სახლი”
17. შპს “ტიბინი დეველოპმენტი”
18. შპს “ალიანს თბილისი”
19. შპს “ბალავარი”
20. შპს “ლექსველი”
21. შპს “ბაზიტი”
22. შპს “ჯი ემ თი გრუპი”
23. შპს “არკონ ინვესტი”
24. შპს “რაიან”
25. შპს “მც კვადრატი”
26. შპს “ალუ“
27. შპს “გეო ბილდერსი“
28. შპს “ისანი პლიუსი“
29. შპს “ვილა“
30. შპს “ჯსჯ დეველოპმენტი“
31. შპს “არტმშენი“
32. შპს “ტრიდე“
33. შპს “გოლდენ ქი“
34. შპს “კავკასიის პოინტ ჯგუფი’’
35. შპს “ბეტა ჯგუფი“
36. შპს “ჯითი თაუერი“
37. შპს “ნიუ ჰორიზონტი“
38. შპს “მალტი ფლეგს”
39. შპს “ფრეშ ფროფერთის“
40. შპს “ბაუ სტარ მს“
41. შპს “ოუშენ კაპიტალი“
42. შპს “მეგობრობა“
43. შპს “ალფა რეზიდენსი“
44. შპს “კარკასი“
45. შპს “იქს სტილი+“
46. შპს “ასტორია“
47. შპს “დომუს ვაკის პარკი“
48. შპს “კომპანია ჯდჯ“
49. შპს “ეიმ ბილდინგ კომპანი“
50. შპს “პიტ სტოპი“
51. ამხანაგობა “ჩიტაძის #9”
52. შპს “აქსისი”
53. შპს “ქოზი ჰოუმ თბილისი”
54. შპს “ელიტ ჯგუფი“.
ერთობლივ მონიტორინგს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო და თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებენ.
შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემდეგი ძირითადი დარღვევები:
✔ რისკების შეუფასებლობა;
✔ სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უგულებელყოფა;
✔ დაუცველი ღიობები (ჭები, შურფები, ლიფტის შახტები, კიბის უჯრედები, ნებისმიერი ადგილი, სადაც შესაძლოა ადამიანების ვარდნა);
✔ არასტანდარტული, კუსტარული ხარაჩოები, დაკიდული ხარაჩოები;
✔ ტვირთამწეობაზე გამოუცდელი უსაფრთხოების ბადეები;
✔ ინსტრუქტაჟებისა და სწავლებების უგულებელყოფა;
✔ აღჭურვილობის გაუმართაობა;
✔ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის არ ყოლა;
✔ მაფრთხილებელი ნიშნების უგულებელყოფა;
✔ ლიფტების ვარდნის ავარიული დამჭერების გაუმართაობა.
სამინისტროს ინდფორმაციით, ერთობლივი ინსპექტირების ფარგლებში, 54-ვე ობიექტზე ადმინისტრაციული სახდელის სახით გაფრთხილება გამოიყენეს და დარღვევების გამოსასწორებლად კომპანიებს 7-დან 10 დღემდე ვადა განესაზღვრათ, ასევე, 33 ობიექტს შეუჩერდა სამუშაო პროცესი, ხოლო 38 ობიექტს ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა, ჯამურად, 992 500 ლარის ოდენობით დაეკისრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები