დავით ნადირაძე – „ფონდის შექმნა ჩვენი ქვეყნისთვის არის ყველაზე ძლიერი და სტრატეგიული გადაწყვეტილება“

საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროში მიმდინარე კულტურის ეროვნული ფონდის შექმნას არტ მენეჯერი, დავით ნადირაძე ეხმაურება.

„პირველ ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ფონდის შექმნა ჩვენი ქვეყნისთვის არის ყველაზე ძლიერი და სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც კულტურის მენეჯმენტის ისტორიაში იქნა მიღებული, მაგრამ აუცილებელია, რომ   როგორც არის დაპირება, რომ ფონდი ჩამოყალიბდეს და დარჩეს დამოუკიდებელ სტრუქტურად, იყოს გამჭვირვალე და მისი მენეჯმენტიდან გამომდინარე უზრუნველყოს სახელოვნებო ორგანიზაციების, ხელოვანების დამოუკიდებლობა, შემოქმედებითი თავისუფლება, ასევე, უზრუნველყოს, რომ ყველა სახელოვნებო ორგანიზაციას და ხელოვანს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა ამ ფონდით სარგებლობისა და თუკი ეს ძირითადი პრინციპები იქნება დაცული, ასევე, ფონდის მენეჯმენტი იქნება გამართული და საზოგადოებასა და ორგანიზაციებს ექნებათ იმის განცდა და განწყობა, რომ დაფინანსება ხდება სამართლიანად და მოხდება ამ თანხების სტრატეგიული გადანაწილება მიმართულებების მიხედვით. ასეთ შემთხვევაში, მგონია რომ ფონდი იქნება წარმატებული და ჩვენც წინ გადავდგამთ ნაბიჯებს ასოცირების ხელშეკრულებასთან მიმართებაში”, – აცხადებს ნადირაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები