კახა კალაძე: ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან მარტივია, შექმნას ტელევიზია

“ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან მარტივია, შექმნას ტელევიზია. ხელისუფლება არ ატერორებს ადამიანებს, ვინც ამ მიმართულებით მიდის”, – ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან თბილისის მერმა,  კახა კალაძემ განაცხადა.
„ზოგადად, მედიაპლურალიზმს მივესალმები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს სხვადასხვა მედიასივრცე. საქართველოს ბაზარს აქვს შესაძლებლობა, რომ გაჩნდეს კიდევ ახალი, დამატებითი ტელევიზიები. ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები.
თუ ვინ დგას ამ კონკრეტული პროექტების უკან, შეიძლება, პიროვნებები ჩვენ არ მოგვწონდეს. გავიხსენოთ, რა ხდებოდა და როგორი მდგომარეობა იყო 2012 წლამდე – ვერავინ გაბედავდა, ტელევიზია შეექმნა დამოუკიდებლად, თუ არ იქნებოდა ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი. დღეს უკვე გვაქვს რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია. ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან მარტივია, შექმნას ტელევიზია. ამას სჭირდება ფინანსები და დღეს უკვე პრობლემას არ წარმოადგენს. ხელისუფლება არ ატერორებს ადამიანებს, ვინც ამ მიმართულებით მიდის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები