შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ უახლესი საექსპერტო ტექნიკა გადასცა (ფოტოკოლაჟი)

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს 300 ათასამდე ლარის ღირებულების უახლესი ტექნიკა – ვიდეოსპექტრალური ანალიზატორი საჩუქრად გადასცა.
„აღნიშნული მოწყობილობა დეპარტამენტის თანამშრომლებს ხელს შეუწყობს დოკუმენტების ღრმა შესწავლასა და სიყალბის განსაზღვრაში. IOM-ის წარმომადგენელი საქართველოში – მარკ ჰულსტი საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა და სამუშაო პროცესს გაეცნო“,- აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები