ზაზა ოქუაშვილის მოთხოვნა სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლომ არ დააკმაყოფილა

“ომეგა ჯგუფის” დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის მოთხოვნა შპს “ოჯთ”-თან დაკავშირებით სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
აღნიშნულის შესახებ “პირველს” იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.
უწყების განმარტებით, 2019 წლის 19 ივლისს საქართველოსთვის დროებითი ღონისძიების დაკისრების შესახებ ზაზა ოქუაშვილის მოთხოვნა სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის ფარგლებში დანიშნულმა არბიტრმა არ დააკმაყოფილა.
“მიმდინარე წლის 2 აპრილს საგანგებო არბიტრმა გამოიტანა გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიებების შესახებ, რომლის მიხედვითაც, მან ნაწილობრივ დააკმაყოფილა ზ. ოქუაშვილის მოთხოვნა და დაავალა მოპასუხე მხარეს − საქართველოს, თავი შეეკავებინა საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილების შესრულებისგან. თუმცა, ამავე საარბიტრაჟო ინსტიტუტის ფარგლებში, არბიტრის ამ გადაწყვეტილებამ ძალა დაკარგა 2 ივლისს. გადაწყვეტილება ძალადაკარგულად ჩაითვალა, რადგან საქმე არ გადაეცა საარბიტრაჟო ტრიბუნალს. საქმე საარბიტრაჟო ტრიბუნალს არ გადაეცა იმის გამო, რომ იუსტიციის სამინისტრო, როგორც მთავრობის წარმომადგენელი, არ აღიარებს მოცემულ დავაზე სტოკჰოლმის არბიტრაჟის იურისდიქციას და, საარბიტრაჟო წესების შესაბამისად, დადგენილი 90 დღის ვადაში მის მიერ არ განხორციელდა ხარჯების წინასწარი გადახდა. (სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ინსტიტუტისათვის მხარეების მიერ გადასახდელი თანხა ჯამში იყო 520,000 ევრო. აქედან გადასახდელი − 260,000 ევრო (ნახევარი), ხარჯების თავისი კუთვნილი ნახევარი, გადაიხადა ზ. ოქუაშვილმა. იმის გამო, რომ ქართული მხარე არ აღიარებს აღნიშნული საარბიტრაჟო ინსტიტუტის იურისდიქციას, სახელმწიფომ არ გადაიხადა არბიტრაჟის ხარჯები. სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ინსტიტუტმა მიუთითა ზ. ოქუაშვილს, რომ თავად გადაეხადა მთლიანი ხარჯი და ქართული მხარის გადასახდელი ხარჯების გადასახდელად, ზ. ოქუაშვილისვე მოთხოვნით, ვადა გადაუწია 2 აგვისტომდე, რაც ზ. ოქუაშვილის მიერ არ შესრულდა). იმის გამო, რომ არბიტრის 2 აპრილის გადაწყვეტილებამ 2 ივლისს ძალა დაკარგა, 2019 წლის 15 ივლისს ზ. ოქუაშვილმა კვლავ მიმართა სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ინსტიტუტს და მოითხოვა საგანგებო არბიტრის ხელახალი დანიშვნა და საქართველოს სახელმწიფოსთვის დროებითი ღონისძიებების ხელმეორედ დაკისრება. ამ მოთხოვნისას ზ. ოქუაშვილი ეყრდნობოდა იმავე საფუძვლებს, რომელთაც უთითებდა პირველი საგანგებო არბიტრაჟის ფარგლებში. ზ. ოქუაშვილი 15 ივლისის სარჩელში მოითხოვდა საქართველოსთვის დროებითი ღონისძიების დაკისრებასაც, რათა არ აღსრულებულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელმა, წარადგინა შემდეგი არგუმენტები:· ზ. ოქუაშვილს არ ამოუწურავს ადგილობრივ დონეზე მისთვის ხელმისაწვდომი სამართლებრივი საშუალებები და პირდაპირ მიმართა საერთაშორისო არბიტრაჟს ისე, რომ არ მიუმართავს ადგილობრივი სასამართლოსთვის აღსრულების გადადების ან განწილვადების მოთხოვნით; ოქუაშვილმა საგანგებო არბიტრის 2 აპრილის გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების მოთხოვნით მიმართა უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანიდან თითქმის ორ თვეში, კერძოდ 20 მაისს. თუკი ამ გადაწყვეტილების აღსრულება მისთვის გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა, გასაკვირია, რატომ იცდიდა ის ამდენ ხანს;· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილების ფარგლებში გასამართი აუქციონის ჩატარება, „აღსრულების შესახებ“ კანონის თანახმად, მოითხოვს გრძელვადიან პროცედურებს (რამდენიმე თვეს − რეალიზებისთვის განკუთვნილი ქონების აღწერა, შეფასება) და სახეზე არ იყო გადაუდებელი აუცილებლობა, რასაც ოქუაშვილი უთითებდა თავის განაცხადში.იუსტიციის სამინისტროს მიერ ამ არგუმენტების წარდგენის შემდეგ 2019 წლის 19 ივლისს საგანგებო არბიტრმა არ დააკმაყოფილა ზ. ოქუაშვილის მოთხოვნა და მიუთითა, რომ არ არსებობს დროებითი ღონისძიებების დადგენის გადაუდებელი აუცილებლობა, რასაც, სხვა გარემოებებთან ერთად, მოწმობს ზ. ოქუაშვილის მიერ უზენაესი სასამართლოსადმი მიმართული დაგვიანებული მოთხოვნა საგანგებო არბიტრის 2 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოში ცნობა-აღსრულების შესახებ. ასევე, საგანგებო არბიტრმა თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ზ. ოქუაშვილს უნდა გაეთვალისწინებინა გადაწყვეტილების ვადის გასვლის შესაძლებლობა და წინასწარ თავად გადაეხადა მოპასუხის (საქართველოს) ხარჯის ნაწილი, რომ ტრიბუნალს გადასცემოდა საქმე და ვადის გასვლა აერიდებინა თავიდან. საგანგებო არბიტრმა თავისი გადაწყვეტილება, ასევე, დაასაბუთა იმ გარემოებით, რომ საქმე ეხება სახელმწიფოს მიერ თავისი სუვერენული უფლების განხორციელებას − გადასახადების მოკრებას, რა დროსაც საგანგებო არბიტრის უფლებამოსილება შეზღუდულია, ვინაიდან არ უნდა მოხდეს სახელმწიფო სუვერენიტეტში არასათანადო ჩარევა. არბიტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს საგადასახადო დავალიანებასთან, რომლის არსებობას თავად განმცხადებელიც აღიარებს. ამასთან, საგანგებო არბიტრის განმარტებით, საგანგებო არბიტრაჟის არსი ისაა, რომ შესაბამის მხარეს მიანიჭოს მოკლევადიანი დაცვა საარბიტრაჟო პროცესის დაწყებამდე. როგორც არბიტრმა აღნიშნა, ზ. ოქუაშვილის მოთხოვნა − მეორედ იქნეს დადგენილი დროებითი ღონისძიება, წარმოშობს პროცედურის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას, ვინაიდან რეალურად ის ითხოვს ვადაგასული დროებითი ღონისძიების განახლებას. საგანგებო არბიტრის განცხადებით, ზ. ოქუაშვილმა ერთხელ უკვე მიიღო ეს ღონისძიება 2 აპრილის გადაწყვეტილებით, რომელსაც მოქმედების 90-დღიანი ვადა ჰქონდა; განმცხადებელს უნდა გაეთვალისწინებინა გადაწყვეტილების ვადის გასვლის შესაძლებლობა და წინასწარ მიეღო სათანადო ზომები, რათა თავიდან აეცილებინა იმ გარე
ამასთან, საგანგებო არბიტრის განმარტებით, საგანგებო არბიტრაჟის არსი ისაა, რომ შესაბამის მხარეს მიანიჭოს მოკლევადიანი დაცვა საარბიტრაჟო პროცესის დაწყებამდე.
​როგორც არბიტრმა აღნიშნა, ზ. ოქუაშვილის მოთხოვნა − მეორედ იქნეს დადგენილი დროებითი ღონისძიება, წარმოშობს პროცედურის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას, ვინაიდან რეალურად ის ითხოვს ვადაგასული დროებითი ღონისძიების განახლებას.
​საგანგებო არბიტრის განცხადებით, ზ. ოქუაშვილმა ერთხელ უკვე მიიღო ეს ღონისძიება 2 აპრილის გადაწყვეტილებით, რომელსაც მოქმედების 90-დღიანი ვადა ჰქონდა; განმცხადებელს უნდა გაეთვალისწინებინა გადაწყვეტილების ვადის გასვლის შესაძლებლობა და წინასწარ მიეღო სათანადო ზომები, რათა თავიდან აეცილებინა იმ გარემოების დადგომა, რამაც ვადის გასვლა გამოიწვია”,- აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები