მამუკა ხაზარაძე: მილიარდი ლარის ინვესტიციას ბადრისა და მამუკას ორ მილიონ ლარში ცვლიან
“ჩვენ პრესის საშუალებით გავიგეთ, რომ. თურმე, მილიონ ლარს გვთხოვენ”, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოსთან განუცხადა.
მან ხელისუფლების პოლიტიკა გააკრიტიკა.
„ჩვენ პრესის საშუალებით გავიგეთ, რომ, თურმე, მილიონ ლარს გვთხოვენ. ეს არის დღევანდელი მთავრობისა და დღევანდელი პოლიტიკის შედეგი, როცა მილიარდი ლარის ინვესტიციას ბადრისა და მამუკას ორ მილიონ ლარში ცვლიან. აღარ ვსაუბრობ რეპუტაციასა და ნდობაზე და იმ პოზიციაზე, რომელიც დღეს ჩვენს ხელისუფლებას აქვს“, – განცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მისი თქმით, მათ კანონი არასდროს დაურღვევიათ.
„რაც ბიზნესს ვაკეთებთ, კანონი არასდროს დაგვირღვევია“, – აღნიშნა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიებად გირაოს სახით თითოეულისთვის მილიონი ლარის შეფარდებას ითხოვს.