ქუთაისში გუგუნავას ქუჩის რეაბილიტაცია ივნისში დაიწო და სექტემბერში დასრულდება
ქუთაისში ს. გუგუნავას 2 კმ-იანი ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ბორდიურების, ტროტუარებისა და გზის საფუძვლის მომზადების სამუშაოები ხორციელდება. სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, შეფერხება მხოლოდ უამინდობის პირობებში ხდება.
როგორც “კვირას” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, პროექტის შესაბამისად, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები.
ს. გუგუნქვას ქუჩა ქუთაისის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩაა და, რეაბილიტაციის შემდეგ, გზით მოსარგებლეებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს გადაადგილება განახლებული და კომფორტული გზით შეეძლებათ.
სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 138 874 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დაიწო და სექტემბერში დასრულდება.