პაატა სალია: დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძესთან შეხვედრები გაგრძელდება და მას ქიბარ ხალვაშიც დაესწრება

“რუსთავი 2-ის” დამფუძნებლებთან – დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძესთან შეხვედრები გაგრძელდება და მას ქიბარ ხალვაშიც დაესწრება. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედს” “რუსთავი-2-ის” გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განუცხადა.
მისი თქმით, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძესთან შეხვედრა გუშინაც შედგა. “გუშინ გვქონდა შეხვედრა. გარეთ შევხვდით, ქალაქში, მეგობრულ გარემოში. გავაგრძელებთ შეხვედრებს. ვსაუბრობთ. კონკრეტული გადაწყვეტილება ერთ დღეში არ მიიღება. როდესაც საბოლოო პასუხი გვექნება, ყველას გავაგებინებთ. შეხვედრები გაგრძელდება, მას ქიბარ ხალვაშიც დაესწრება. ჩვენ ერთმანეთთან საუბრისა და კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს”, – განაცხადა პაატა სალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები