დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს  თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

“თელასის” ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოებია. „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

ჩუღურეთის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის, ტეტელაშვილის, უზნაძისა და უშანგი ჩხეიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), წყალტუბოს, ქურდიანის, მაიაკოვსკისა და მეტრეველის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კერესელიძის, თორაძის, მაყაშვილის, ზანდუკელის, ჭოველიძის, ღამბაშიძის, შარაშიძის, თარხნიშვილის, კოსტავას, ქუჩიშვილის, როდენის, ვარაზისხევის, ვერიკო ანჯაფარიძის, ნიკოლაძის, მელიქიშვილის, შიო მღვიმელის, მიხეილ თუმანიშვილის, კოტე მახარაძის, სოფიკო ჭიაურელისა და ანანურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, VIII მიკრორაიონების, იპოლიტოვ-ივანოვის, ხევძმარის, რომან ჭელიძის, დავით სარაჯიშვილის, ხიზაბავრის, ხარაძის, ქერჩის, შეშელიძის, ხიზამბარელის, ზარზმის, ილორისა და ვეკუას ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიტაძის, შევჩენკოს, ინგოროყვას, ლეონიძის, დოდო აბაშიძისა და მაჩაბელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორი-2 დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილის მეურნეობის, ვარკეთილი-3 დასახლების, სამრეწველო დასახლების, მეტროს „ვარკეთილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, თვალჭრელიძის, ბერიაშვილის, გახოკიძის, მაისურაძის, დამპალოს, აბაშვილისა და კაკლიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირისა და კალოუბნის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები