მუხათგვერდის სასაფლაოზე ხანძარი ლოკალიზებულია

მუხათგვერდის სასაფლაოზე ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი დაახლოებით ორ ჰექტარზე იყო გავრცელებული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის საფლავებზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები