მუხათგვერდის სასაფლაოზე ხანძარია
მუხათგვერდის სასაფლაოზე ხანძარია.
ჯერ უცნობია, რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ბალახს უკიდია.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის ცეცხლის საფლავებზე გადასვლის საშიშროება არ არის.
ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.