ზაზა გაბუნიამ საარჩევნო ოლქში კაპიტალური სამუშაოები დაათვალიერა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, თემქისა და სანზონის მაჟორიტარმა – ზაზა გაბუნიამ სანზონაში ველისციხის ქუჩის დასკვნითი სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელთან, ირაკლი ხელაძესთან ერთად დაათვალიერა.
„ეს არის კომპლექსური სამუშაო და მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მოწესრიგდეს კომუნიკაციები და ინფრასტრუქტურა ქუჩაზე, სადაც ადამიანები ცხოვრობენ და მე, როგორც ამ რაიონიდან არჩეული მაჟორიტარი, მივესალმები და მოხარული ვარ, რომ ეს პროექტი განხორციელდა”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
ველისციხის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრულდება. პროექტის ფარგლებში, გრუნტის დამჭერი ორი კედელი აშენდა, მოეწყო სანიაღვრე არხი, კიუვეტი, ბორდიური და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.