“თი ბი სი ბანკის” ჯგუფი განცხადებას ავრცელებს
“თი ბი სი ბანკის” ჯგუფი განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ისინი ადასტურებენ, რომ პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ ჯგუფის თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემ მიიღეს გადაწყვეტილება, დაეტოვებინათ დაკავებული თანამდებობები.
ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭო და მენეჯმენტი მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მათი უნიკალური როლისთვის მადლობას უხდის.
ასევე, სამეთვალყურეო საბჭომ დაუყოვნებლივ დანიშნა “თი ბი სი ბანკის” ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ, უფროსი დამოუკიდებელი დირექტორი – ნიკოლოზ ენუქიძე.
“თი ბი სი ბანკის” ჯგუფი (TBC PLC) ადასტურებს, რომ 24 ივლისს საქართველოს პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ ჯგუფის თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემ მიიღეს გადაწყვეტილება, დაეტოვებინათ დაკავებული თანამდებობები. ისინი ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, რათა მათ წინაშე წაყენებულმა ბრალდებებმა არ იქონიოს გავლენა ჯგუფის საქმიანობაზე, ხოლო თავად კი თავისუფლად შეძლონ დავის გაგრძელება.
ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭო და მენეჯმენტი, თავის მხრივ, მადლობას უხდის მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მათი უნიკალური როლისთვის, დაეარსებინათ “თიბისი ბანკი” რთულ 90-იან წლებში. ასევე, თავიანთი უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილისათვის ბანკის წარმატებით განვითარებასა და მის გადაქცევაში ერთ-ერთ უდიდეს და რესპექტაბელურ კომპანიად სამხრეთ კავკასიაში.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეეცდებიან, კვლავ შეუერთდნენ “თი ბი სი ბანკის” ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს მას შემდეგ, რაც ბრალდებები მათ წინააღმდეგ გაქარწყლდება. სამეთვალყურეო საბჭო ღრმად არის დარწმუნებული მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სიმართლეში და ელოდება, როდის გაქარწყლდება ყველა დავა მათ წინააღმდეგ, მათ შორის, დავა ფულის გათეთრების შესახებ.
აქვე აღვნიშნავთ, რომ სამეთვალყურეო საბჭომ დაუყოვნებლივ დანიშნა “თი ბი სი ბანკის” ჯგუფის სამეთვალუყურე საბჭოს თავმჯდომარედ უფროსი დამოუკიდებელი დირექტორი – ნიკოლოზ ენუქიძე. არჩევანი მასზე გაკეთდა მისი საბანკო საქმეების ღრმა ცოდნიდან და საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე”, -ნათქვამია “თი ბი სი ბანკის” ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.