საქართველოში თურქეთიდან სამუშაოს მაძიებელთა რიცხვმა იმატა
საქართველოში იანვარ-ივნისის მონაკვეთში თურქეთიდან სამუშაოს მაძიებელთა რიცხვმა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,6 ჯერ იმატა.
ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას თურქეთის დასაქმების მთავარ სამმართველოში განუცხადეს.
İŞKUR-ში აღნიშნავენ, რომ იანვარ-ივნისში, სამმართველოს დახმარებით, საქართველოს თურქეთის 46 მოქალაქე ესტუმრა.
თურქეთის დასაქმების სამმართველოს ივნისის მონაცემით, თურქეთში უმუშევართა რიცხვმა 4,417 მლნ ადამიანს მიაღწია, მათ შორის 50,5% ქალია.