მარჯვენა სანაპიროზე გაზსადენების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
გაზგამანაწილებელი კომპანია დედაქალაქის მასშტაბით გაზსადენების რეაბილიტაციისა და სრულიად გამოცვლის პროცესს ახორციელებს.
როგორც “კვირას” “ყაზტრანს-გაზიდან” აცნობეს, დედაქალაქის უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგება გაზგამანაწილებელი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
“კომპანია მუდმივად ცდილობდა გაზსადენებისა და დაზიანებული მილების რეაბილიტაციას. კომპანიის ახალმა მფლობელებმა, ქალაქის გაზმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, რამდენიმე მილიონის ინვესტიცია განახორციელეს. დედაქალაქის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს გაზსადენების რეაბილიტაციისა და სრულიად გამოცვლის პროცესი.
ასეთი სამუშაოები მტკვრის მარჯვენა სანაპიროზეც მიმდინარეობს. 1962 წელს აშენებულ, თბილისის მკვებავ საშუალო წნევის გაზსადენზე, რომელიც ძალიან ამორტიზებული და დაზიანებულია, რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს. 1300 მეტრის გაზსადენი მთლიანად შეიცვლება ახალი, თანამედროვე პოლიეთილენის მილით. შედეგად გაცილებით გაუმჯობესდება დედაქალაქის უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგება”, – ნათქვამია “ყაზტრანს-გაზის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.