ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რეგიონების განვითარებისთვის გამოყოფილი თანხების ათვისების ანგარიში წარადგინა (ფოტოკოლაჟი)

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რეგიონების განვითარებისთვის გამოყოფილი თანხების ათვისების 6 თვის ანგარიში წარადგინა.
როგორც “კვირას” სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის ფონდების, განათლების ინფრასტრუქტურისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების საერთო ბიუჯეტმა წელს, ჯამურად, 400 მილიონი ლარი შეადგინა, რითაც 6700 პროექტის განხორციელება იგეგმება.
1-ელი ივლისის მონაცემებით, ამ მიზნობრივი ინსტრუმენტებით დაფინანსებული პროექტებიდან უკვე დასრულებულია 750-ზე მეტი, 3500-ზე მეტ პროექტზე მიმდინარეობს სამუშაოები, ხოლო 700-მდე პროექტზე საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად საჭირო პროცედურებია დაწყებული.
რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ბიუჯეტი 310 მილიონი ლარია, რაც წინა წლის ბიუჯეტს 67 მილიონი ლარით აღემატება. შესაბამისად, ფონდიდან წელს 393 პროექტით მეტი, ჯამში კი 1201 პროექტი დაფინანსდება. 6 თვის მონაცემებით, უკვე დასრულებულია 40 მილიონი ლარის 137 პროექტი. ფონდის ბიუჯეტის ათვისების მაჩვენებლი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 37 მილიონით აღემატება და 62 მილიონ ლარს შეადგენს. ასეთი მკვეთრი პროგრესი რეგფონდის პროექტების მართვაში ერთი წლის წინ დანერგილმა სისტემურმა ცვლილებებმა განაპირობა. თანხების გადანაწილების ახალი მეთოდოლოგია წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებსა და წინა წლების შესრულების მაჩვენებლების მიხედვით შემუშავებულ სქემას ეფუძნება.

ვრცლად:http://gov.ge/s/5b3f6

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები