“გვჯერა, რომ თქვენი ქვეყანა მზად არის მაპისთვის“
ჩეხეთი საქართველოს ნატოში გაწევრიანების ურყევი მხარდამჭერი რჩება – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუბომირ ზაორალეკმა საგარეო საქმეთა სამინისტროში ქართველ კოლეგასთან, მაია ფანჯიკიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ვიმედოვნებ, რომ ნატოს სამიტზე საქართველოს პროგრესის აღიარება მოხდება. ასევე, გვჯერა, რომ თქვენი ქვეყანა მზად არის მაპისთვის, მეორე მხრივ, მოკავშირეებს შორის დისკუსიები მიმდინარეობს, თუ რა უნდა იყოს სამიტზე განცხადებული. საბოლოო დასკვნის გაკეთებამდე, სამწუხაროდ, ჯერ შორია. თვის ბოლოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი ჩატარდება. დასკვნების გაკეთება უკრაინის მოვლენების პარალელურად მიმდინარეობს და ძნელია იმის პროგნოზი, თუ როგორ განვითარდება მოვლენები”, – განაცხადა ლუბომირ ზაორალეკმა.