ჩხოროწყუში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში, ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქის საცხოვრებელ სახლში 153 ერთეული თხმელას სახეობის მრგვალი მორი იყო განთავსებული, რაზეც კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარმოადგინა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუგზავნეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის გულისხმობს და ჯარიმას ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები