ელენე ხოშტარია: გიორგი გახარიას პროკურატურაში მისვლა იყო აბსოლუტური ფარსი

გიორგი გახარიას პროკურატურაში მისვლა დღეს იყო აბსოლუტური ფარსი,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს წევრმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, გახარიამ ტყუილების კასკადი შეაყარა საზოგადოებას თვალებში.

„ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას“ არ და ვერანაირად ექნება ნება აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ასევე ჩაატაროს რეალური გამოძიება, ამიტომ ეს არის ფარსი. თუ მათ რაიმე პროცესის რეალურად წარმართვა უნდათ, პირველ რიგში უნდა გადადგეს გახარია. აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მერე ვისაუბროთ იმაზე, თუ რა კითხვები აქვს გამოძიებას. ხელისუფლება, რომელიც იწყებს მიტინგებზე ხალხის თვლას, ხელისუფლება, რომელიც საერთოდ საზოგადოების უდიდეს და სამართლიან პროტესტს ეძახის მართულს, პარტიულს და ასე აყენებს შეურაცხყოფას საზოგადოებას, ასეთი ხელისუფლება არის განწირული. შეუძლებელია, ბიძინა ივანიშვილმა ამ გზით ლეგიტიმაცია შეინარჩუნოს, რადგან ადამიანები ხან მეტია, ხან ნაკლებია. 28-ე დღეა პროტესტი მიმდინარეობს სრულიად სხვადასხვა ფორმით, ძალიან ხალხმრავალი, ნაკლები ადამიანების მონაწილეობით, მაგრამ პროცესი და ლეგიტიმური კითხვა ვინ დათხარა ადამიანებს თვალები, არსად არ გაქრება. მიუხედავად იმისა, ბიძინა ივანიშვილი კონკრეტულად რამდენ ადამიანს დაითვლის სხვადასხვა ადგილზე“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები