ნატო-ს რეზოლუციაში, შემთხვევით, ევროპაში ამერიკული ბირთვული იარაღის განთავსების ადგილები გამოააშკარავეს

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნაში, შემთხვევით, იმ ადგილების სია გამოაქვეყნეს სადაც ამერიკული ბირთვული იარაღია განთავსებული. რეზოლუცია გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში წაშალეს, თუმცა ბელგიურმა გაზეთმა De Morgen დოკუმენტის ასლი გამოაქვეყნა.
დოკუმენტის ასლის მიხედვით, ამერიკა თავის ბირთვული იარაღს ბელგიის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდებისა და თურქეთის ტერიტორიაზე ინახავს.
საქმე ეხება აპრილში კომიტეტის კანადელი წევრის მოხსენებას ნატო-ს თავდაცვისა და უსაფრთხოების ასამბლეაზე. მომხსენებლის თემა “ბირთვული შეკავების ახალი ერა? მოდერნიზაცია, იარაღის კონტროლი და მოკავშირე ბირთვული ძალები” იყო, თუმცა დოკუმენტი მალევე წაშალეს, რადგან მასში მოცემული იყო, დაახლოებით, 150 ერთეული ამერიკული ბირთვული იარაღის განლაგების ადგილები ევროპაში.
ბელგიური გაზეთის თანახმად, ბომბები განლაგებულია 6 ამერიკულ და ევროპულ ბაზაზე. ესენია – კლაინ ბროჯელი – ბელგიაში, ბიუჩელი – გერმანიაში, ავიანო და გედი-ტორი – იტალიაში, ვოლკელი – ნიდერლანდებში და ინკრარიკი – თურქეთში.

მარიამ ლაცაბიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები