ანრი ოხანაშვილი : 2020 წელს პროპორციული სისტემით ჩავატარებთ არჩევნებს, ჩვენი გუნდი იქნება ერთსულოვანი

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ბორჯომში, საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დაწყებამდე, განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, მმართველი გუნდი კი ერთსულოვანი იქნება. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მეშვეობით, პროპორციული არჩევნების სახით, კონსტიტუციაში ცვლილება შევიდა .

„ ჩვენ 2024 წელს სრულად უნდა გადავსულიყავით პროპორციულ სისტემაზე ეს ჩვენ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის დროს დავაფიქსირეთ. მაშინ იყო უკვე გუნდის სრული მხარდაჭერა, სრულად დაუჭირა გუნდმა ამას მხარი, მათ შორის, მაჟორიტარებმა. რაც შეეხება 2020 წლისთვის, 2024 წლამდე, საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, არის მოსაზრებები. ჩვენ გვაქვს აზრთა გაცვლა-გამოცვლა და ყველას აქვს საკუთარი პოზიცია, თუმცა პარლამენტის 90-ზე მეტი წევრის მხარდაჭერით, არის დაინიცირებული პროექტი, რომლის მიხედვითაც, 2020 წელს პროპორციული სისტემით ჩავატარებთ არჩევნებს. ჩვენი გუნდი იქნება ერთსულოვანი, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა. საჭიროა, ოპოზიციის მხარდაჭერაც და თუ მათი მხრიდან იქნება მზაობა ამასთან დაკავშირებით, ჩვენი გუნდი სრულად მზად არის, რათა მხარი დაუჭიროს ამ სისტემაზე გადასვლას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები