გია ვოლსკი: გახარიამ იმაზე ისაუბრა, რეალობაში რაც მოხდა, რისკენაც მიდიოდა სიტუაცია და რა შედეგი შეიძლებოდა, მიგვეღო

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ შს მინისტრის სატელევიზიო ინტერვიუს შეფასებისას აღნიშნა, რომ გახარიამ 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე შეულამაზებლად ისაუბრა.
მისივე თქმით, იმ ღამით სახელმწიფო ინსტიტუტების დემორალიზაცია ხდებოდა.
„იმ დღეს, პრაქტიკულად, სახელმწიფო ინსტიტუტების დემორალიზაციაზე იყო საუბარი, პოლიციის დისკრედიტაცია ხდებოდა არა ცალკეული პოლიციელისა, არამედ – სახელმწიფო სტრუქტურისა. ეს ფაქტი ჩვენ თვალწინ ვითარდებოდა და ამ ვითარებაში, რასაკვირველია, გადაცდომებიც შეიძლებოდა, დაშვებული ყოფილიყო. თუმცა ეს არ არის პოლიტიკური ხელმძღვანელობის დონეზე ასატანი, ვთქვათ, იგივე, როგორც იყო 2011 წლის 26 მაისს, სადაც განზრახ აწამეს, დახოცეს და გადაიღეს კიდევაც.
შს მინისტრმა რეალობაზე ისაუბრა შეულამაზებლად, რეალობაში რაც მოხდა, რისკენაც მიდიოდა სიტუაცია და ამ ვითარებაში რა შედეგი შეიძლებოდა, მიგვეღო.
ვერ დავინახე, რომ გახარიასაც ​რამე დაემალა, რეალური სურათი აღწერა და ამ რეალურ სურათში, რასაკვირველია, სერიოზული დაშავებაც არ იყო გამორიცხული. როგორც უნდა შეალამაზო თემა, ვერანაირად გადარჩება ადამიანი, რომელმაც უკვე მიიღო დაზიანება, მაგრამ შელამაზება რომ დაიწყო, ესეც არ არის სწორი. მოცემულობა ასეთი იყო. პარიზში უფრო საშინელი სურათი გვქონდა, მაგრამ სახელმწიფოს დამოკიდებულება, თვითონ სისტემურობა, არის ის საკითხი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოს საზოგადოებამ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები