გიგა ბოკერია: თანამდებობიდან გახარიას წასვლა პასუხისმგებლობისგან გაქცევა კი არა, პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება იქნებოდა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია შს მინისტრის, გიორგი გახარიას გუშინდელ სატელევიზიო ინტერვიუს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, თანამდებობის დატოვება პასუხისმგებლობისგან გაქცევა კი არა პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება იქნებოდა.
​ის არ გამორიცხავს იმასაც, რომ 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე, რეალურად, ვინც გადაწყვეტილება მიიღო, გახარია მას ხელს აფარებს.
„საოცრება იყო, რაც თქვა, რომ გადადგომა პასუხისმგებლობისგან გაქცევა იქნებოდა. გადადგომა პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებაა. ნიშნის მოგებით გვითხრა, რომ გადატრიალებისგან დაიცვა ქვეყანა, ეს სრული აბსურდია. პოლიცია ჭიშკრის შიგნით დაეყენებინათ და ვინმე თუ გადაძვრებოდა, დაეკავებინათ.
აგონიაა, ვერაფერს ვიტყვი. საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა იყოს საერთოდ ქმედითი მინისტრი. აქამდეც უამრავი ჩავარდნა ჰქონდა. პანკისის ოპერაცია გაიხსენა და, სხვათა შორის, პანკისზე მინდა ვთქვა, რომ პოლიციის მანქანები დაწვეს, ქვები ესროლეს, გახარია ჩავიდა იქ და ორი მხარის შერიგებაზე ისაუბრა, რაც არაზუსტი რამ იყო. ისინიც ჩვენი მოქალაქეები არიან, მაგრამ იქ მშვიდობისმყოფელობა გადაწყვიტა. აქ, სადაც რამდენიმე ათეული ადამიანი კანონს არღვევდა, დანარჩენი ათიათასი მშვიდობიანი მოქალაქე იყო, მათ შორის, ბავშვები. აქციის ბოლომდე სდია, სახეში ესროდა ნაკლებად, მაგრამ მაინც სასიკვდილო ტყვიებს, რანაირად არის თავსებადი რამე ლოგიკასთან, პრინციპთან, სინდისთან ან პოლიტიკურ მორალთან?
​ბევრი სპეკულაცია იყო ამაზე. ყველას გვესმის, რომ ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ივანიშვილის გარეშე რთული წარმოსადგენია. როგორც ჩანს, ჩამოყალიბდა, რომ ყველაფერი ბოლომდე პოლიტიკურად თვითონ „შეიტენოს“. მას ეკუთვნის ეს დარტყმა, შეიძლება, ხელს აფარებს იმას, ვინც რეალური გადაწყვეტილება მიიღო, ამას არ გამოვრიცხავ“, – აცხადებს ბოკერია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები